პორტფოლიო

Thursday, April 27, 2017

პროქტის სახელწოდება - მაგიდის ჩოგბურთი სკოლაში
პროექტის მთავარი იდეა - სიონის საჯარო სკოლაში ყველაზე პოპულარული სპორტული თამაშის  რეალობის ასახვა და საზოგადოებისთვის გაცნობა.
პროექტის აქტუალობა - გამომდინარე იქიდან რომ სასკოლო ცხოვრებაში შეინიშნება სპორტული აქტივობების მხარდაჭერის ზრდის ტენდენცია,დროულია სათანადოდ აისახოს და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სკოლაში ყველაზე პოპულარული სპორტული თამაშის მოთამაშეთა მზარდი წარმატება,რათა უფრო მეტი მოსწავლე დაინტერესდეს ზემოთაღნიშნული  თამაშით და საზოგადოების მხრიდან  მეტი ყურადღება და მხარდაჭერა დაფიქსირდეს.
პროექტის მიზნები- მოსწავლები შეაგროვებენ,დაახარისხებენ და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საზოგადოებას გააცნობენ მაგიდის ჩოგბურთში მიღწეულ წარმატებებს.
მონაწილეთა ასაკი -12 - 15
ვადები/ხანგრძლივობა - 3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას - მოსწავლეები ივითარებენ ჯგუფური, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი მუშაობის უნარებს,ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით ინფორმაციის მოძიების,დახარისხების და მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ წარმოჩენის უნარ-ჩვევებს.სოციალურ ქსელში თავსდება ინფორმაცია პროექტის შესახებ და მისი ამსახველი ფოტომასალა,ხოლო ბლოგზე ვიდეო მასალა და სლაიდი.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი,ფოტო/ვიდეო კამერა,პრინტერი, ინტერნეტი, ხმის ჩამწერი მოწყობილობა,ქაღალდი,კალამი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) - იქმნება მოსწავლეთა ჯგუფები.თითოეული ჯგუფი აგროვებს და ახარისხებს განსხვავებილი სახის ინფორმაციას სიონის აჯარო სკოლის წარმატებების შესახებ მაგიდის ჩოგბურთში.მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით იქმნება ელექტრონული პრეზენტაცია,რომელიც განთავსდება ბლოგზე ვიდეო მასალასთან ერთად, ხოლო ფოტოები  განთავსდება სკოლის ფეისბუქ გვერდზე.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - პროქტი თავის თავში აერთიანებს სპორტის,მთემატიკის და ისტ -ს  მნიშვნელოვან ასპექტებს.
სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა
ინდიკატორები
  • ·         გუნდური თამაშებისას იცავს დისციპლინას, არეგულირებს საკუთარ ქცევებს და ემოციებს, არ ჰყვება პროვოკაციას;
  • ·         გულისხმიერად ეპყრობა სხვების მიერ შეთავაზებულ იდეებს, ცდილობს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება;
  • ·         ისახავს მიზანს და ცდილობს ამ მიზნის განხორციელებას;


პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) - თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი  ვასილ ჭედილაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - chedilashvilivasili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - http://sionisskola123.blogspot.com/                                             

No comments:

Post a Comment